მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია.

საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, ხოლო თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%;

5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%;

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს და მათი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია.

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

თანადაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მეწარმე დარეგისტრირებულია  -  2023 წლის 1 აგვისტომდე;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანობის პერიოდი - არანაკლებ 2 წელი;
  • ბრუნვა - არანაკლებ მოთხოვნილი თანხის 50% ბოლო 2 წლის განმავლობაში, წლიური არაუმეტეს 500,000 ლარისა;
  • დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში (იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე მის მეწილეებზე), არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება და მათ მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე არ უნდა იყოს ლიკვიდაციის პროცესში;
  • თანადაფინანსებაში თანამონაწილეობის დადასტურება (განაცხადის ფორმაში);
  • დადასტურება, რომ თანადაფინანსების ობიექტის მიღებიდან 2 თვის ვადაში განხორციელდება მისი ექსპლუატაციაში მიღება. ხოლო, აღნიშნული ობიექტის მიღებიდან 2 წლის ვადით, იგი არ დაექვემდებარება რეალიზაციას  (განაცხადის ფორმაში);
  • მიმდინარე სამეწარმეო პროფილის 2 წლის ვადით შენარჩუნების დადასტურება  (განაცხადის ფორმაში).

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე;
  • სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა;
  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებული იურიდიული/ფიზიკური პირის ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი;
  • ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების შესახებ;
  • ცნობა საბანკო ანგარიშების/ბრუნვის შესახებ. ბრუნვის (არანაკლებ მოთხოვნილი თანხის 50% ბოლო 2 წლის განმავლობაში, წლიური არაუმეტეს 500,000 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტი(ები);
  • ცნობა/სერთიფიკატი მეწარმის შესაბამისი სტატუსის შესახებ;
  • ინვოისები და გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ 3, მიმწოდებელი კომპანიის საკონტაქტო ნომერთან ერთად). თანადაფინანსების გამცემი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს თანადაფინანსების ობიექტის მწარმოებლისა და მიმწოდებლის ფასები;
  • წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა/პასპორტი;
  • ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანადაფინანსების მიღების შემთხვევაში მოხდება თანხის ჩარიცხვა;
  • პროექტის განმახორციელებელი პირების რეზიუმეები (საჭიროების შემთხვევაში მე-2 ეტაპზე).

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

განაცხადების მიღება დაიწყება 30 ივლისს და გაგრძელდება 15 კალდენდარული დღე

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1წერილობითი განაცხადი იგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ოფიციალლურ ვებ გვერდზე